ინიციო

კლინიკა „ინიციო“  მულტიპროფილური,  მოზრდილთა ასაკის პაციენტებზე  ორიენტირებული   სამედიცინო ცენტრია, რომელიც ფუნქციონირებს 2017 წლიდან და  პაციენტებს აწვდის  როგორც ამბულატორიულ ასევე ქირურგიულ სტაციონალურ სერვისებს. 

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით,  კომფორტული პალატებითა და საოპერაციო  ბლოკით. კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებით.

კლინიკის სტრატეგია ფოკუსირებულია ძირითად დაინტერესებული მხარეებთან, კერძოდ - პაციენტებთან, პერსონალთან, საზოგადოებასთან და პარტნიორებთან, მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც ხელს უწყობს მუდმივად სანდო და უსაფრთხო გარემოს. ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს:

პაციენტებთან - კმაყოფილების შესწავლითა და კონსულტაციებით, რათა უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.

 

პერსონალთან - უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებით, ღია შეხვედრებით, რათა გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები.

 

საზოგადოებასთან - გამჭვირვალე კომუნიკაციით კლინიკის განვითარებასა და საზოგადოების ჯანმრთელობის საკითხებზე.

 

პარტნიორებთან - ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, ღია, მხარდამჭერი, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული პრინციპებით.