პინეო

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა არის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე და ემსახურება ყველა სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს. კლინიკა წარმოადგენს მეოთხე დონის დაწესებულებას და აერთიანებს:

  • მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას
  • უახლეს, მაღალტექნოლოგიურ სერვისებს
  • გამოცდილ ექიმებს, მედდებსა და დამხმარე პერსონალს

პინეო მუდმივად ვითარდება და იღებს ახალ გამოწვევებს. სწორედ ამ მიზნისთვის, 2022 წლიდან კლინიკა საზოგადოებას წარუდგა როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

 

საერთაშორისო აღიარება

2024 წლის დეკემბერში ჰოსპიტალმა წარმატებით გაიარა Accreditation Canada-ის საერთაშორისო შეფასების პროცესი და მოიპოვა პლატინის სტატუსი – უმაღლესი დონის აღიარება ჯანდაცვის სფეროში, რაც ადასტურებს პაციენტთა უსაფრთხოებასა და მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტებს. 

ინოვაციები

პინეომ ამიერკავკასიაში პირველად წარადგინა უნიკალური კონცეფცია – „პინეო ლაქშერი“, სახლის ტიპის სამშობიარო, რომლის მთავარი მიზანია ორსულებისთვის კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარება — სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების, მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდებისა და კლინიკურ მედიცინაში საუკეთესო სტანდარტების დანერგვის გზით.